ტელეწამყვანი და
ოპოზიციური აქციების მონაწილე ქსენია სობჩაკი ვარაუდობს, რომ მის მიმართ
ბოლოდროინდელი რეპრესიები ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შურისძიებაა. სობჩაკი
თვლის, რომ მას მტრად მიიჩნევენ.
შესაძლოა, ვინმემ
შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში ვლადიმერ პუტინი, რომელმაც პოლიტიკური კარიერა
ქსენიას მამის - ანატოლი სობჩაკის გუნდში დაიწყო - ვარაუდობს ტელეწამყვანი. ის
ამტკიცებს, რომ არ არის რევოლუციონერი:
„ჩემთან შეიძლება მოვიდნენ მხოლოდ პირადი შურისძიების გამო და
გაუგებარია, რატომ... ჩვენ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში აგვიხსნეს, რომ ოპოზიციონერი -
ეს ალტერნატიული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანია. ხოლო ადამიანები,
რომლებიც ამბობენ: მოგვეცით კანონის დაცვის საშუალება, სამართლიანი სასამართლო და
არჩევნები, მათ, რატომღა უწოდებენ ოპოზიციონერებს? ხელისუფლება უნდა უფრთხილდებოდეს,
ეფერებოდეს და ეყრდნობოდეს მათ,“ - განაცხადა სობჩაკმა „ნოვაია გაზეტასთან“
ინტერვიუში.
Internet.ge