ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში წინასარჩევნო ვითარებას ადგილზე დააკვირდება.
ამასთან
დაკავშირებით განცხადება NDI-ის პრეზიდენტმა, კენეთ ვოლაკმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე გააკეთა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, წინასაარჩევნოდ "MUST CAARY” da "MUST OFFER”-ის ამოქმედებით დაინტერესდნენ, რომელზეც დავით ბაქრაძემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მისი განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება მოწოდებულია არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად, რადგან საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს მომავალ განვითარებას.
კენეთ ვოლაკმა პარლამენტის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში მისი ორგანიზაციის მხრიდან, როგორც რეკომენდაციების, ასევე მონიტორინგის კუთხით დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ NDI საქართველოს მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენს.
Internet.ge