მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ მთავრობა, რომელიც ყველაზე დაუცველ ხალხს დაიცავს
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში სიღარიბე შემცირდა,
თუმცა ზოგან კვლავ არის წარმოუდგენელი სასოწარკვეთილი გაჭირვება.
როგორც თვითმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სააკაშვილმა
განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილის პრობლემა მოსახლეობაში მოხსნილია,
უიმედობისა და სასოწარკვეთის პრობლემა კვლავ არის.
ქვეყნის პირველი პირველი პირის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
თითოეული მთავრობის წარმომადგენელი პირველ რიგში, სწორედ ასეთი კატეგორიის ხალხზე
მუშაობდეს.
„არავის არ უნდა დარჩეს უსამართლობის განცდა. ჩვენ უნდა ვიყოთ
პროაქტიური მთავრობა, რომელიც დაიცავს ყველაზე დაუცველ ხალხს ჩვენი საზოგადოების,
რადგან ეს არის არსი იმისა რასაც ჩვენ ვაკეთებთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ყევლა ადგილობრივი თვითმართველობა გამჭირვალე უნდა
იყოს.
„სოციალაური დაცვა უნდა გაძლიერდეს. მე ვფიქრობ,
რამდენიმე დღეში ჩვენ მზად ვიქნებით სამთავრობო პროგრამისთვის და ეს პროგრამა
ძალინ მნიშვნელოვანია“,- დასძინა სააკაშვილმა.
Internet.ge