GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქუცნაშვილისთვის უცნობია გადაიხდის თუ არა ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმას
11:43 26.06.2012
დღის სიახლეები

ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, რომ თუ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას დღეს 24:00 საათამდე არ გადაიხდის, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის სახელზე საქართველოში რეგისტრირებული ქონების დაყადაღების უფლება აქვს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ქუცნაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია გადაიხდის თუ არა ივანიშვილი აღნიშნულ ჯარიმას.

კოალიციის ლიდერმა აღსრულების ეროვნული ბიუროდან შესაბამისი მიმართვა გასულ სამშაბათს მიიღო და ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდისთვის ერთკვირიანი ვადაც მიეცა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში ბიძინა ივანიშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი 20 ივნისს შევიდა. 

აღსრულების ბიუროს ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული 2 სააღსრულებო ფურცელი, რომელთა თანახმადაც ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით თანხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ ივანიშვილი სამართალდამრღვევ სუბიექტად სცნო და საერთო ჯამში 148 650 131 ლარით დააჯარიმა.

ივანიშვილის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით კი დაკისრებული ჯარიმა  შემცირდა და  74 325 065 ლარი შეადგინა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისობის ღონისძიებებს თბილისის მერი ესწრება1
ბარამიძე: აღსრულების დასაწყებად აუცილებელი შეტყობინება ბიუროდან არ მიგვიღია2
პარლამენტის შენობა დეპუტატების მისაღებად მზადაა3
აზოვის ზღვა სისხლისფერი გახდა4
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X