საქართველოს დღეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოია ეწვევა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძეს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ეკა ტყეშელაშვილს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოსა და ფინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ემთხვევა.
Internet.ge