კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის გორში,
სოფელ მერეთში გამოჩენას ადგილობრივების მხრიდან აგრესია მოყვა. ადგილობრივებმა
ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას „რუსეთის აგენტები“ უწოდეს.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს
„თავისუფალი-დემოკრატების“ პრესსამსახურმა დაუდასტურა.
მისი განცხადებით, ლიდერების ვიზიტის დროს ფიზიკური დაპირისპირების გამო შეხვედრა ჩაიშალა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავდნენ
ჟურნალისტებიც და დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. ამასთან, როგორც პარტიაში
აცახადებენ, დაზარალებული მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
internet.ge