ე.წ. Mast Carry–ის პრინციპთან დაკავშირებით კანონპროექტი მზად არის
ე.წ. Mast Carry–ის პრინციპთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი უკვე მოამზადა, რომელიც დღეს,
პარლამენტის ბიუროს წარედგინება.
საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ცვლილებებით, “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში.
პროექტით, აღნიშნული პუნქტის სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. კერძოდ, ამ შემთხვევაში, მაუწყებელს ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოეშვება.
internet.ge