GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საპარლამენტო არჩევნებს პოლონელი დეპუტატები დააკვირდებიან
13:53 26.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, პოლონელი დეპუტატებიც დააკვირდებიან.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ  პოლონელ კოლეგასთან, ბოგდან ბორუსევიჩთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქართულ–რუსულ ურთიერთობებსა და   საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

ბაქრაძის თქმით,  შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს როგორ გაგრძელდება ქვეყნებს შორის პარტნიორობა საერთაშორისო არენაზე, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დაახლოება და ნატოში გაწევრიანება.

„თავის დროზე, სწორედ, პოლონეთის ინიციატივა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა. პოლონეთის პრეზიდენტობა ევროკავშირში საქართველოსთვის ძალიან წარმატებული პერიოდია, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ასოცირებული შეთანხმების შესახებ. იმედი მაქვს, რომ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო გაისად მოლაპარაკების იმ ძირითად ნაწილს დაასრულებს, რომელიც შეეხება თავისუფალ ვაჭრობას, საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილებასა და საქართველოს ასოცირებულ წევრობას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

სპიკერის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს.

„მოხარული ვარ, რომ სტუმრებისგან თანხმობა მივიღეთ და პოლონელი პარლამენტის წევრები აუცილებლად ჩამობრძანდებიან და არჩევნებს დააკვირდებიან. არჩევნებზე, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა, ეს მით უკეთესი იქნება ქართული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა მან.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნატო: ჩრდილოეთ კავკასიიდან დაძაბულობის საქართველოში გადმოტანა დაუშვებელია1
გრენლანდიის ყინულის დნობა ზღვის დონის მატებას გამოიწვევს2
ფოტორეპორტაჟი ოზურგეთის იუსტიციის სახლიდან3
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს4
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X