ბიძინა ივანიშვილი მერეთში მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა. როგორც
„ქართული ოცნების“ ლიდერმა კოალიციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე
განაცხადა, „ოცნების“ მხარდამჭერებს ზონდერ
ბრიგადების წარმომადგენლებმა სცემეს.
„გასაგებია რომ მოსახლეობა ზარალდება, რამდენიმე აქტივისტს მოხვდა
მუშტი ზონდერების მხრიდან, მაგრამ რა
ვქნათ ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.
მისი თქმით, სააკაშვილისთვის ავტოკრატისა და დიქტატორის იარლიყის მიკერებას
დრო სჭირდება.
„ხელისუფლების რეალური სახის ჩვენება გრძელდება. მინდა მოსახლეობას
მივმართო მოთმინებით და ბრძოლისუნარიანობით განეწყოს. სააკაშვილისთვის ავტოკრატისა
და დიქტატორის იარლიყის მიკერებას დრო სჭირდება. ეს პროცესები ევროპაშიც უნდა
გაღრმავდეს“,- განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
ბიძინა ივანიშვილის სოფელ მერეთში
გამოჩენას ადგილობრივების მხრიდან აგრესია მოჰყვა. ადგილობრივებმა ივანიშვილსა და
ირაკლი ალასანიას „რუსეთის აგენტები“ უწოდეს.
ლიდერების ვიზიტს ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა.
internet.ge