საქართველოს
ელჩმა მექსიკაში მალხაზ მიქელაძემ, პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტს რიკარდო მარტინელის, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა
სიგელების
გადაცემის
ცერემონიის
შემდგომ, პანამის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეების მიერ აღინიშნა ურთიერთობების გაღრმავებისათვის
მზაობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში, გამოიხატა მადლიერება პანამის მხარის მტკიცე პოზიციასთან დაკავშირებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საქართველოს
ელჩმა პანამის პრეზიდენტს საქართველოს მხარის მოპატიჟება დაუდასტურა.
Internet.ge