ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი ხელისუფლების მაღალ პოსტებზე ქალისა და ქრისტიანის
დანიშვნას აპირებს. ამის შესახებ CNN იუწყება.
ტელეკომპანიის ცნობით, ახლადარჩეული პრეზიდენტის მოჰამედ მურსის
მრჩეველი აჰმედ დეიფი აღნიშნავს, რომ მურსი, როგორც ეგვიპტის პირველი
დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების გამოც შევა ისტორიაში.
დეიფი განმარტავს, რომ მურსი აპირებს თავის მოადგილედ ქალი, მეორე
ვიცე-პრეზიდენტად კი ქრისტიანული აღმსარებლობის ადამიანი დანიშნოს.
ეგვიპტის ისტორიაში პირველად მოხდება, როცა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ქალი დაიკავებს და ის
მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მიერ მნიშვნელოვანი საკითხების
გადაწყვეტაში.
Internet.ge