GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბაქრაძე: ნატოსთან მიმართებაში ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს
11:57 28.06.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოს  თანამშრომლობა ნატოსთან ფოკუსირებულია პრაქტიკულ ამოცანებსა და მექანიზმებზე.

როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბაქრაძემ განაცხადა, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს თუ როგორ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ნატოს შორის.

მისი თქმით, პოლიტიკურად ყველაფერი ნათელია, რადგან არსებობს ბუქარესტის ვალდებულება - რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რომელიც კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული ჩიკაგოში.

„ჩვენს ამოცანას წარმოადგენს პრაქტიკული მექანიზმების განხილვა თუ როგორ შეიძლება ამ პოლიტიკური ამოცანის განხორციელება. ამიტომ, ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან ფოკუსირებულია პრაქტიკულ ამოცანებსა და მექანიზმებზე. ეს არის ის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებებიდან საქართველო ნატოს წევრი გახდება“, – აღნიშნა მან.

სპიკერის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ყველა  იმ საკითხზე, რომელიც ნატო-საქართველოს დღის წესრიგში დგას.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონულ უსაფრთხოებასა და ნატო–საქართველოს  კომისიის მუშაობის დღის წესრიგზე. ვფიქრობ, რომ ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს და პროცესი  პოზიტიურად გაგრძელდება“,  – დასძინა მან.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტმა თელავში იუსტიციის სახლი და „ნადიკვარის“ პარკი გახსნა (VIDEO)1
გეგა მგალობლიშვილი: რასმუსენმა რუსეთის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გააკეთა2
ბიძინა ივანიშვილი: დღეებს ვითვლი როდის წავალ პოლიტიკიდან3
ივანიშვილი: სწორედ ისეთი აქციების გამართვას ვაპირებდით როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს4
ბიძინა ივანიშვილი: მერაბიშვილი ჩემ საპირწონედ ვერ გამოდგება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X