მმართველი გუნდის
წევრი, ნუგზარ წიკლაური „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს „რეციდივისტს“
უწოდებს.
როგორც დღევანდელ
რიგგარეშე სხდომაზე, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით მომზადებული
კანონპროექტის განხილვისას, წიკლაურმა განაცხადა, სხვადასხვა ადამიანი პარლამენტის ტრიბუნიდან ითხოვენ, რომ
Must carry-ს პრინციპი არჩევნების შემდეგ 20 დღე გავრცელდეს. თუმცა, ამას არანაირ არგუმენტს არ ურთავენ.
„სრულიად ცხადია, რომ აქ საუბარი ეხება არა
ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას და პოლიტიკური პარტიებისთვის შესაძლებლობის
მიცემას, რომ თავიანთი
პროგრამები წარმოადგინონ, არამედ მათ სულ სხვა, ველური მოწოდებები აქვთ, რომ ქვეყანა დაანგრიონ და
თბილისი მკვდარ ქალაქად,
საქართველო კი მკვდარ
ქვეყნად აქციონ. ასეთი
განცხადებები ამ ფრაქციას და მათ მეგობარ პოლიტიკოსებს არაერთხელ გაუკეთებიათ.
ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, პოლიციელების მოსყიდვის მრავალჯერადი ფაქტებისა და სასამართლოს იგნორირების ყოვლად უნიჭო
მცდელობების მომსწრე გავხდით. ამის
შემდეგ დადგება დრო, როდესაც იტყვიან, რომ აუცილებელია, ოჯახებს პლაზმური
ტელევიზორებიც გადასცენ, იმისთვის, რომ მათ ინფორმაცია მიიღონ“, –
განაცხადა მან.
წიკლაურის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერი უკვე
რეციდივისტად გაიაიქცა.
„მინდა, ეს, ყველას ესმოდეს. საქმე
ჩვეულებრივ რეციდივისტთან გვაქვს, რომელიც სხვადასხვა საშუალებით ქართველი ხალხის არჩევანის
ყიდვას ცდილობს. ქართველი ხალხის ყიდვა, ქართული სახელმწიფოს შერყევა,
შეუძლებელია. მან ეს, უახლოესი ორი–სამი დღის განმავლობაში კარგად ნახა.
ქართული სახელმწიფო
მტკიცეა და რეციდივისტობა არ გავა“, – დასძინა მან.
internet.ge