ე.წ. Must Carry–ის პრინციპთან დაკავშირებით მომზადებულ პროექტს ახალი მუხლები დაემატა
საკაბელო კომპანიები
ვალდებული ხდებიან წინასაარჩევნო პერიოდისთვის შემოღებული სავალდებულო ტრანზიტი
არჩევნების დანიშვნის მომენტიდან ერთ დღეში განახორციელონ.
ამასთან დაკავშირებით
ახალი მუხლები „საარჩევნო კოდექსს“ დაემატა, რომელზეც დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
სხდომაზე იმსჯელეს.
ცვლილებით, ე.წ. Must Carry–ის პრინციპი არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების
დღემდე განსაზღვრული პერიოდის გარდა, არჩევნების მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში
და ასევე შუალედური არჩევნების დროსაც იმოქმედებს.
ცვლილებებით, თუ საკაბელო
კომპანიები სატელევიზიო არხების სავალდებულო ტრანზიტს არჩევნების დანიშვნიდან ერთი
დღის ვადაში არ განახორციელებენ, გაფრთხილებას მიიღებენ. გაფრთხილების მიღებიდან
სამი დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ამ ვალდებულების
დარღვევა მათთვის ერთი წლის ვადით ავტორიზაციის ჩამორთმევას გამოიწვევს.
ამასთან, ამ მიმართულებით
ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხს განიხილავს და წყვეტს კომუნიკაციების
ეროვნული კომისია, თავისი ინიციატივით ან შესაბამისი მაუწყებლის განცხადების
საფუძველზე, ვალდებულების დარღვევის
ფაქტის გამოვლენიდან ან მაუწყებლისაგან შესაბამისი განცხადების მიღებიდან
48 საათის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ
პარლამენტმა ეს ცვლილება დღეს, პირველი მოსმენით დაამტკიცა, ხოლო ხვალ, მეორე და
მესამე მოსმენით მიიღებს.
internet.ge