ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილს
სასამართლოს მიერ დაყადაღებულ კომპანიებში წილები არ აქვს. ამის შესახებ
ბიზნესმენის ადვოკატმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ "ქართუ ჯგუფში",
„ქართუ ბანკსა" და 21.7% „პროგრეს ბანკში" ანგარიშების დაყადაღება
არასამართლიანად მოხდა.
არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმას არ
გადაიხდის.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად მოტივირებული თანხების გადახდას არ
აპირებს. ის 74,4 მლ. ლარი სასამართლომ კოალიციის ლიდერს, არა სამართლებრივად,
არამედ მისი პოლიტიკური აქტიურობისთვის დააკისრა“,- განაცხადა ადვოკატმა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ
2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის
მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს "ქართუ
ჯგუფში", აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს
სს „პროგრეს ბანკში".
ბიუროს განცხადებით, აქციათა დაყადაღება არ აბრკოლებს ზემოთ აღნიშნული ბანკების ჩვეულ
საქმიანობას.
ამასთან, მათივე განცხადების თანახმად, ივანიშვილის მიერ თანხის
ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, აქციებზე დადებული ყადაღა ავტომატურად უქმდება.
Internet.ge