მმართველი
გუნდის წევრი აკაკი მინაშვილი ოპოზიციას ურჩევს, პრობლემურ საკითხებს არა პოპულისტურად, არამედ პასუხისმგებლობის გრძნობით მოეკიდონ.
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, მინაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოზიტივი არის ის, რომ ამ ძალაში ის ადამიანები არიან, რომლებსაც სურვილი აქვთ ყურადღება მიაქციონ იმ ხარვეზებს, რომლებიც წლების განმავლობაშო არსებობდა.
„სურვილი გვაქვს, რომ პრობლემების ანალიზი გაავკეთოთ და მის საფუძველზე გამოსავლის გზები ვეძიოთ, რომელიც იქნება პასუხისმგებლობით აღსავსე და პრობლემის რეალური გადაწყვეტისკენ მიმართული. თქვენი გამოსვლები კი ხშირ შემთხვევაში უპასუხისმგებლოა და ფართო პოპულიზმით გამოირჩევა, რადგან საზოგადოებას იმ პრიორიტეტებს სთავაზობთ, რომელთა განხორციელებაც უმოკლეს ვადაში შეუძლებელია. ჩვენთვისაც ძალიან მარტივია მოქალაქეებს შევპირდეთ, რომ ხვალ, ზეგ ყველას 1 000 ლარიანი ხელფასი ან უფასო ჯანდაცვა ექნება, თუმცა ეს ნიშნავს რომ ჩვენ არ მივუდგებით ჩვენს მოქალაქეებს პასუხისმგებლობით. მოგიწოდებთ, ნებისმიერ საკითხს მიუდგეთ პასუხისმგებლობით და არა პოპულისტურად“, – დასძინა მან.
Internet.ge