საპარლამენტო
უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის შეფასებით,
ამომრჩეველმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის მანდატი აუცილებლად უნდა შეუჩეროს.
როგორც
პოლიტიკური დებატებისას, თარგამაძემ განაცხადა, დღეს საქართველო დაუცველი, არასამართლიანი, არადემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც ხალხი შიმშილობს.
გამოსვლისას, თარგამაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით
არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
და განაცხადა, რომ საქართველოს მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემა უფრო დეგრადაციისკენ არის მიმართული.
ის, თუ რატომ უნდა დაათმობინოს ამომრჩეველმა მმართველ პარტიას მანდატი, ამის კონკრეტრულ მიზეზებზე თარგამაძემ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის რვაწლიანი მმართველობის შედეგები შეაჯამა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობამ“ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვერც ერთი პრობლემის გადაჭრა ვერ შეძლო. “ხელისუფლებამ ვერ გაამართლა მანდატი, რომელიც რვა წლის წინ მიიღო, ამიტომ მოსახლეობამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის მანდატი აუცილებლად უნდა შეუჩეროს!“, –
დასძინა მან.
Internet.ge