პარლამენტის
თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მომზადებულ
ანგარიშს პოზიტიურად აფასებს.
როგორც ჟურნალისტებს
ბაქრაძემ განუცხადა, ანგარიში მაღალ პროფესიონალურ დონეზეა დაწერილი.
„ერთის მხრივ, ანგარიშში
ყველა ის პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც 2008 წლის შემდეგ გადაიდგა, რომ არჩევნები უფრო ორგანიზებულად და უკეთ ჩატარდეს. მეორეს
მხრივ კი, ანგარიშში გამოთქმულია მთელი რიგი რეკომენდაციები – თუ როგორ უნდა
ჩატარდეს და გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. ეს არის პოზიტიური და პროფესიონალური
ანგარიში, რომელსაც აუცილებლად შევისწვალი. ამ ორგანიზაციასთან და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ, რომ მივაღწიოთ იმას, რასაც ჩვენი საერთო ამოცანა წარმოადგენს –
არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად,
ორგანიზებულად და თავისუფლად“, – დასძინა მან.
Internet.ge