ბაქრაძე: ის კომპანიები, რომლებიც თანამშრომლობას Must carry–ს ვადის ამოწურვის შემდეგაც გააგრძელებენ, წახალისდებიან
სახელმწიფო იმ საკაბელო კომპანიებსა და სატელევიზიო არხებს წაახალისებს, რომლებიც თანამშრომლობას - ე.წ.
Must
carry-ს პრინციპის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც გააგრძელებენ.
ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ რიგგარშე სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„თუ საკაბელო კომპანიები და სატელევიზიო არხები მოახერხებენ შეთანხმებას, რომ თანამშრომლობა გააგრძელონ არჩევნების დასრულების შემდეგაც, როცა ჩვენს მიერ დაკისრებული ვალდებულება დასრულდება, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. სახელმწიფო მათ წაახალისებს”, - განაცხადა ბაქრაძემ.
Internet.ge