GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კლინტონი და ლავროვი ვერ შეთანხმდნენ
12:37 30.06.2012
დღის სიახლეები

რუსეთსა და აშშ-ს შორის, სირიის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა, მიუხედავად იმისა, რომ სანკტ-პეტერბურგში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრით კმაყოფილი დარჩა, რადგან მასზე აშშ-ის მხრიდან ულტიმატუმები არ გაჟღერებულა, თუმცაღა შეთანხმების მიღწევა მხარეებმა ისევ ვერ მოახერხეს.

ჰილარი კლინტონი და სერგეი ლავროვი სირიის კონფლიქტის მოგვარების გზებზე, ერთი საათის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ. ეს მსჯელობა დღეს ჟენევაში სირიის საკითხზე დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზეც გაგრძელდება.

„ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ კარგი შანსი გვაქვს საერთო შეხების წერტილები მოვნახოთ, რათა მოვნიშნოთ სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ მობილიზება მოვახდინოთ ყველა გარე მოთამაშისა, რათა შეიქმნას აუცილებელი პირობები კოფი ანანის გეგმის შესასრულებლად, რაც სირიის ყველა მხარემ უნდა გააკეთოს“ - განაცხადა ლავროვმა.

ახლა მთავარ იმედებს დღეს ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე ამყარებენ, რომლის ჩატარებაც კოფი ანანმა მოითხოვა და როგორც ცნობილია, ამ კონფერენციაზე ანანი სირიაში „ნაციონალური თანხმობის მთავრობის“ შექმნის ინიციატივით გამოვა.

ამ გეგმის თანახმად, თანხმობის მთავრობიდან სირიის პრეზიდენტის ხელაღებით გამოთიშვა ვერ მოხერხდება, მაგრამ შესაძლებელი იქნება მასში იმ პირთა მონაწილეობის აკრძალვა, რომლებიც არანაკლებ პრობლემას წარმოადგენენ ქვეყნის სტაბილურობისათვის.

მოსკოვი კვლავ აცხადებს, რომ სირიის კონფლიქტში გარე ძალების ჩარევას მხარს არ დაუჭერს, თუმცა ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის თანახმად, კოფი ანანის ზემოაღნიშნული ინიციატივა მოსკოვისათვის, მეტ-ნაკლებად, მისაღებია.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთი სამხრეთ ოსეთის მთავრობას კონსულტაციების აუცილებლობაში არწმუნებს1
„ლაგუნა ვერესთან“ მდებარე ესტაკადის მშენებლობა დასრულებულია2
„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ხარაგაულსა და ლანჩხუთში წარადგენს3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (30 ივლისი - 5 აგვისტო)4
კლინტონი და ლავროვი ვერ შეთანხმდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X