პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა
მანჯგალაძის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უკვე
გადაუგზავნა.
ამის შესახებ განცხადება მანჯგალაძემ დღეს
გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
მანჯგალაძის თქმით, შინაგან
საქმეთა მინისტრის თანამდებობას ბაჩო ახალაია დაიკავებს. თავდაცვის მინისტრის
პოსტზე წარდგენილია დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრის პოსტს კი ხატია
დეკანოიძე ჩაიბარებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტზე კობა სუბელიანს დალი ხომერიკი
შეცვლის.
internet.ge