საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, შსს მინისტრად ბაჩო
ახალაიას წარდგენის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
პრემიერის თქმით, მისი ინიციატივა იყო შს მინისტრად სწორედ ახალაია
წარედგინათ.
„მე მიმაჩნია, რომ ბაჩო ახალაია საუკეთესო კანდიდატია, ის შეძლებს
შინარჩუნოს და გააგრძელოს ის გზა და რეფორმები, რომელიც
სამინისტროს აქვს აღებული. მე ვარ დარწმუნებული, რომ ბაჩო საუკეთსო კანდიდატურაა.
მე მოხარული ვარ, რომ ჩემი ინიციატივა პრეზიდენტის მიერ იქნა მხარდაჭერილი“,-
განაცხადა მერაბიშვილმა.
პრემიერის თქმით, მთავრობა ყველა უწყების ხელმძღვანელთან ერთად,
რეფორმებს მომავალშიც გააგრძელებს.
internet.ge