მთავრობის
ახალ შემადგენლობას და ახალ სამთავრობო პროგრამას ნდობას პარლამენტი
ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადებს.
როგორც
ბიუროს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე აღინიშნა, სამთავრობო პროგრამაზე ხვალინდელ
სხდომაზე იმსჯელებენ.
რაც
შეეხება დღევანდელ დღეს, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი
მინისტრობის კანდიდატებთან ერთად შეხვედრებს 14:00 საათზე დაიწყებს და ნახევარი საათის ინტერვალით
რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
ბოლო
შეხვედრა 16:00 საათზეა დანშნული. ამასთანავე, დღესვე, 17:00 საათვისთვის ბიუროს
შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.
საპარლამენტო
ოპოზიცია მთავრობის წევრების დღევანდელ გრაფიკს აპროტესტებს, რადგან მიიჩნევევნ,
რომ სამთავრობო პროგრამა - „მეტი სარგებელი ხალხს“ გაცნობითვის მეტ დროს მოითხოვს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განმარტებით, მინისტრობის
კანდიდატები კომიტეტსა და ფრაქციებში როტაციის წესით იმოძრავებენ.
internet.ge