აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 10 მლნ ლარით გაიზრდა
12:39 03.07.2012
|
დღის სიახლეები
|
მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში მესამე ცვლილება განხორციელდა და იგი 144 მლნ –ის ნაცვლად 153 მლნ. ლარით განისაზღვრა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2012 წლის ბიუჯეტი ცვლილებების შედეგად 40 მლნ–მდე ლარით გაიზარდა.
აჭარის არ. მთვარობის თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტის ცვლილება განპირობებულია არაფინანსური აქტივების კლების, საშემოსავლო გადასახადისა და სხვა შემოსავლების ზრდით. თანხები გადანაწილდება შემდეგი მიმართულებით: საგზაო ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა და ნაპირგამაგრება. ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მუნიციპალიტეტებს გამოეყოფათ ტრანსფერი.
დღესვე, დამტკიცდა საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ღონისძიებათა გეგმა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|