პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის
განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ძირეული რეფორმები ვერ განხორციელდება
და უწყებაში არსებული რეფორმები გაგრძელდება.
ამის შესახებ ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ სხდომაზე მერაბიშვილმა
მას შემდეგ განაცხადა, რაც ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინტერესდა ძალოვან უწყებებში
სისტემური ცვლილებები განხორციელდება თუ არა.
მერაბიშვილის მოსაზრებით, საქართველოს პოლიცია მაღალი ნდობით
აღჭურვილი ინსტიტუტი იქნება და ახალაია იქნება მინისტრი, რომელიც რეფორმებს გაატარებს.
მისივე თქმით, ახალაის ამ
პოსტზე დანიშნვა პრეზიდენტს მან თავად სთხოვა.
მერაბიშვილის შეფასებით, პოლიტიკოს, რომელიც ფიქრობს, რომ
პოლიცია პოლიტიზირებულია, ეს მოსაზრება თავად აზარალებს, რადგან ხელისუფლების
ყველაზე დიდი მიღწევა პოლიციაში გატარებული რეფორმებია.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ის ამაყობს, რომ პოლიციაში გატარებულ
რეფორმებში წვლილი თავად მიუძღვის.
ამასთან მერაბიშვილი ლალიაშვილის იმ კითხვასაც გამოეხმაურა, სადაც
დეპუტატი საქართველოში წვევანდელების გაწვევით დაინტერესდა. მინისტრის თქმით,
გაწვევა კვლავ გაგრძელდება და საყოველთაო გაწვევაზე უწყება უარს ვერ იტყვის,
რადგან ჩვენ ქვეყანას მეზობლებთან შედარებით მცირერიცხოვანი არმია ჰყავს.
მერაბიშვილის განცხადებით აუცილებელია ქვეყანას სამხედრო კუთხით ფართო
რეზერვი ჰყავდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე
რეაგირება მოახდინონ.
internet.ge