ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები, მინისტრთა განახლებული
კაბინეტის წევრებს არ შეხვდებიან.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ
განაცხადა, ფრაქციის წევრები ბოიკოტს უცხადებენ ხვალინდელ რიგგარეშე სხდომასა და
იმ შეხვედრებს, რომელსაც პარლამენტში მინისტრობის კანდიდატები მართავენ.
ლორთქიფანიძის თქმით, ისინი ამ ხელისუფლების მიერ დადგმულ ფარსში
მონაწილობას არ მიიღებენ და მინისტრთა კაბინეტის წევრებს არ შეხვდებიან.
ფრაქციის ბოიკოტის მიუხედავად ჯონდი ბაღთურია ხვალინდელ სხდომაზე
დასწრებას აპირებს და მან დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან გამართულ
შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.
internet.ge