მერაბიშვილი მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დახურულ კარს მიღმა ხვდება
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი და მინისტრობის
კანდიდატები ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობას დახურულ კარს მიღმა ხვდებიან.
პარლამენტში მივიდნენ გიორგი ბარამიძე, ვერა ქობალია, ხათუნა
კალმახელიძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
‘’ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ,
19:00 საათზე, შემაჯამებელი ბიუროს სხდომა გაიმართება, ხვალ კი პარლამენტი
რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობას
გამოუცხადებს.
internet.ge