ბათუმში დღეიდან სტუმრების მიღებას კიდევ ორი ახალი სასტუმრო შეძლებს. სასტუმროები „AISI“ და „World Palace“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და აჭარის არ.მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ გახსნეს.
გრიბოედოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე სასტუმრო „AISI“ მშენებლობისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯა და იგი ქართული ინვესტიციით აშენდა. ცამეტსართულიან სასტუმროში 37 ნომერია, სადაც რესტორანი, ფიტნეს კლუბი, ბილიარდი, და საუნა მოქმედებს. „AISI“– ში 23 ადამიანია დასაქმებული.
მეორე სასტუმრო, რომელმაც დღესვე პირველ სტუმრებს უმასპინძლა ძველ ბათუმში, ქუთაისისა და მელაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. ყოფილი საზღვაო ადმინისტრაციის შენობას რეაბილიტაცია თურქული ინვესტიციით ჩაუტარდა, რომლის ღირებულებამ 6 მილიონი ლარი შეადგინა. „World Palace“ – ში 30 ნომერია. სასტუმროში ლაუნჯი „ბლექ ბუდაბარი“ და სპა–სალონიც ფუნქციონირებს.
"ნახევარი მილიონი მდიდარი ტურისტი შემოვა ბათუმში, ეს მოედანი იქნება
მსოფლიო ტურიზმის ცენტრი," - განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში ვიზიტისას.
‘’ადრე სასტუმროები მხოლოდ ბათუმის წინა ხაზზე იხსნებოდა, ახლა ყველგან
უამრავი სასტუმრო იხსნება ადგილობრივების მიერ, აქ ყველაფერი ქართველების მიერაა გაკეთებული,
ეს მნიშვნნელოვანია, რადგან ჩვენ განვითარება შემოგვაქვს შიგნიდან.
ადრე ქვაფენილები თურქეთიდან შემოდიოდა, ახლა უკრაინელებს ქობულეთში
ავაშენებინეთ ქარხანა და ქვაფენილიც აქ იწარმოება. სასტუმრო, რომელიც დღეს
გავხსენი კრედიტით აშენდა, მაგრამ მისი მეპატრონე კრედიტის ფულს მაქსიმუმ ორ
წელიწადში ამოიღებს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
internet.ge