ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე, მიღებულ იქნა რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ".
გენერალურმა
ასამბლეამ
მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო და მას შემდეგ ყოველწლიურად ადასტურებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას. რეზოლუცია ასევე ყურადღებას ამახვილებს, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლების დაცვასა და პატივისცემაზე.
რეზოლუცია
გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების
მონაწილეებს
გააქტიურონ
ძალისხმევა
დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
რეზოლუცია
ავალდებულებს
გაეროს გენერალურ მდივანს ყოველწლიურად მოახსენოს გენერალურ ასამბლეას დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ. გენერალური მდივნის შემდეგი მოხსენება აღნიშნულ საკითხზე 2013 წელს გამოვა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას.
„აღნიშნული
დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები განაგრძობენ ჰუმანიტარული მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ბლოკირებას.აღსანიშნავია რომ, 2011 წელთან შედარებით დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი 57-დან 60 სახელმწიფომდე გაიზარდა.
რეზოლუციის
მხარდამჭერთა
ზრდის თვალსაზრისით, არსებული პოზიტიური დინამიკა ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმ ჰუმანიტარული კატასტროფის მზარდ გაცნობიერებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული
ძალადობრივი
დემოგრაფიული
ცვლილებების
შედეგად შეიქმნა“,-
ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების დაბრუნების უფლების შესახებ.
internet.ge