პრემიერ–მინისტრობის
კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, საქართველოში, სოციალური ამოცანების
შესრულების პარალელურად, არცერთი სერიოზული პროექტი არ შეჩერდება.
როგორც დღევანდელ
რიგგარეშე სხდომაზე, მერაბიშვილმა განაცხადა, ყველა პროექტი განვითარდება არა
იმიტომ, რომ პრეზიდენტს მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის აუცილებელი ქვეყნის
განვითარებისთვის.
„ამ სოციალური
ამოცანების შესრულებისას, არ გავაჩერებთ არცერთ სერიოზულ პროექტს, როგორიც არის – კახეთის,
აჭარის, ქუთაისის, ანაკლიის განვითარება, ლაზიკის
მშენებლობა, მესტიისა და გორის რეაბილიტაცია… ყველა ეს პროექტი განვითარდება არა იმიტომ,
რომ ეს ჩვენ გვინდა და პრეზიდენტს
მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის აუცილებელი ქვეყნის
განვითარებისთვის“, – განაცხადა მან.
internet.ge