ლტოლვილთა და
განსახლების ყოფილმა მინისტრმა კობა სუბელიანმა თანამდებობის დატოვებასთან
დაკავშირებით Facebook-ის საკუთარ გვერდზე მიმართვა გაავრცელა, რომელსაც
„ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:
"განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს.
მადლობა ბატონ ნიკა
გილაურს, ყველა ჩემს კოლეგას და მთელ მთავრობას, იმისთვის, რომ გვერდში მედგნენ და
მაქსიმალურად ხელს მიწყობდნენ საქმიანობაში, რის შედეგადაც ჩვენ შევძელით, წლების
მანძილზე უყურადღებოდ მიტოვებული ათეულობით ათასი დევნილი ოჯახისთვის მძიმე
საცხოვრებელი პირობები შეძლებისდაგვარად გაგვეუმჯობესებინა.
ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი
ელოდება განსახლებას, ცხოვრების გაუმჯობესებას და მე ვიცი, რომ ახალი
პრემიერ–მინისტრი, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად, დაწყებულ პროცესებს
უფრო ჩქარი ტემპებით განახორციელებს.
დევნილთა ახალ მინისტრს
ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას, ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე.
მადლობა თითოეულ ჩემს
თანამშრომელს, დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს, დევნილებს და ყველა იმ ადამიანს,
ვინც გვერდში გვედგა და მხარს გვიჭერდა ამ საქმეში.
მე, როგორც ‘’ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის" წევრი, აქტიურად ჩავერთვები წინასაარჩევნო პროცესებში და
თითოეულ ოჯახში მივიტანთ ყველა იმ სიკეთეს, რაც ახლავს ქვეყნის განვითარებას და
მთავრობის ახალ პროგრამას,“ - ნათქვამია მიმართვაში.
internet.ge