პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქართულ მედიასთან თანამშრომლობა დაიწყო.
პარლამენტის
მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ, მერაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ამ წუთიდან, მთავრობის წევრებთან ერთად, პროგრამის აღსრულებას იწყებს და თითოეულ რეგიონში, ქალაქსა და სოფელში აპირებს ხალხს სამთავრობო პროგრამა გააცნოს.
„ეს პროგრამა
უმუშევრობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას ითვალისწინებს. პრესის წარმომადგენლებთან ურთიერთობასა და ჩემი გეგმების თქვენი მეშვეობით მოსახლეობისთვის წარდგენას ვაპირებ“, – დასძინა
მან.
შეგახსენებთ,
რომ გუშინ, პარლამენტში მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ ქართულ მედიასთან აქტიურად
ითანამშრომლებს. მან ეს განცხადება რუსულ მედიასთან ურთიერთობაზე საუბრისას გააკეთა
და აღნიშნა, რომ მეზობელი ქვეყნის მასმედიასთან საქართველოში გატარებული
რეფორმების რეკლამის მიზნით ურთიერთობდა.
internet.ge