GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: გაწვევითი ჯარი არ გაუქმდება
17:39 04.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი თავდაცვის მინისტრი თანამშრომლებს წარუდგინა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დიმიტრი შაშკინი ძალიან გამოცდილი ხელმძღვანელია, რომელმაც ყველა სფეროში ძალიან სასიკეთო რეფორმები გაატარა.

„თავდაცვა ძალიან ფაქიზი და ყველაზე მნიშვნელოვანი უწყებაა. შეიარაღებულ ძალებს აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი და ეს სწორი ხელმძღვანელობისა და რეფორმების დამსახურებაა. რომ არა შეიარაღებული ძალები, საქართველო, როგორც სახელმწიფო ვერ იარსებებდა. ჩვენი სისტემა ეფუძნება გაწვევით ჯარს და მინდა კატეგორიულად ვთქვა, გაწვევითი ჯარის გაუქმება არ შეიძლება ჩვენისთანა ქვეყანაში და ეს სულელური იდეაა“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ყველა მოქალაქე სხვადასხვა ფორმით ჩართული უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვაში.

„მე ვაპირებ, ჩემი შვილი, როგორც კი სრულწლოვანი გახდება, რაიმე ფორმით ინტეგრირებული იყოს ჯარში და გაიაროს სამხედრო მომზადება. ასე უნდა ფიქრობდეს ყველა საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება რეზერვისტთა სისტემას ეს ჩვენი სიამაყის წყაროა. დღეს საქართველოში დევნილები არიან ეთნიკური აფხაზები, ოსები, რუსები, სომხები, ქართველები, ამიტომ სამშობლოს დაცვა ყველამ უნდა იცოდეს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ქვეყანამ ახალი სამხედრო ინდუსტრია შექმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვქონდა წარმატებული წლები, მაგრამ ასევე იყო 2009 წელს გადატრიალების ჩაფლავებული მცდელობა.  ბაჩო ახალაიას ყოფნის პერიოდში მთლიანად გაიწმინდა სისტემა მერყევ, ძველებურად მოაზროვნე, მტერთან შეკრული ელემენტებისგან. დღეს შეიარღებული ძალები ამ მხრივ არის სუფთა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიგი უგულავა ახლადარჩეულ მაჟორიტარებს შეხვდება1
სოფელ დიღომში ქუჩებს ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების სახელები მიენიჭათ2
მაია ფანჯიკიძე: ვერ გაბედავს სააკაშვილი ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგინოს3
აღმზრდელმა 13 წლის გოგონას ცემის დროს თავის ქალა გაუტეხა4
ბათუ ქუთელია: კონგრესმენების წერილში აღნიშნულია, რომ არეულობების ხელშეწყობა დაუშვებელია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X