ცხინვალისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას რუსეთის უშიშროების საბჭო გააკონტროლებს
ცხინვალში
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და პუტინის მრჩეველი
ოკუპირებული რეგიონებისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების საკითხებში - ტატიანა
გოლიკოვა იმყოფებიან.
მარიონეტული
რეჟიმის ლიდერთან შეხვედრაზე მათ რუსული დახმარების გამოყოფის ახალი სქემის
შესახებ განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი უწყებათაშორისი კომისიის
საშუალებით მოხდება, რომელიც რუსეთის ფედერაციის საკვანძო უწყებების წარმომადგენლებით
დაკომპლექტდება. კომისიის მუშაობის კოორდინირებას კი რაშიდ ნურგალიევი და ტატიანა
გოლიკოვა ერთად მოახდენენ.
მანამდე კი, რუსეთიდან ჩასულმა მაკონტროლებლებმა
რეიდი ცხინვალში ჩაატარეს, სოციალური ობიექტები დაათვალიერეს და ზნაურის რაიონსაც
ესტუმრნენ.
internet.ge