სტრასბურგში,
საქართველოში
ჩასატარებელ
არჩევნებზე,
ოპოზიციურ
პარტიებსა
და შიდაპოლიტიკურ საკითხებზე იმსჯელეს.
დებატების
დროს კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოს პროგრესზე და საკანონმდებლო ცვლილებებზე.
ევროპარლამენტის
წევრის, ანდრეას მავროიანისის განცხადებით, პრეზიდენტ ვან რომპეის თბილისში ვიზიტი არის დასტური იმისა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები
დაინტერესებულები
არიან საქართველოსთან ურთიერთობების გამყარებით და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი განვითარებით.
მისივე
თქმით, ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს.
„ჩვენ
გვაქვს ეჭვი, რომ მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციონერ კანდიდატ ივანიშვილს, მეორე მხრივ, არსებობს აზრი, რომ ივანიშვილი თავის არათანაბარ ფინანსურ რესურსებს იყენებს საარჩევნო თამაშისთვის. უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში
არის დემოკრატიული კონკურენციის გარემო და ხმები არ იყიდება“,- განაცხადა მავროიანისმა.
ევროპარლამენტის
წევრის, კრისტოფ ლიზეკის განცხადებით კი, საქართველოში ახალი ოპოზიციონერი გამოჩნდა, რომელსაც მილიარდობით დოლარი აქვს და მისი ბიუჯეტი ქვეყნის ბიუჯეტს აღემატება.
„ეს
ფული სწორად არ არის გამოყენებული. მე გადავწყვიტე შემესწავლა ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ 18 ბრიტანული და სხვა კომპანიები დაიქირავა ამ ადამიანმა. მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკაში ოლიგარქების ყოფნა არასდროს მთავრდება კარგად. ეს არის ჩემი მთავარი მესიჯი ქართული ოპოზიციისთვის“,-
განაცხადა
კრისტოფ ლიზეკიმ.
ევროპარლამენტის
წევრის, ულრიკე ლუნაჩეკის შეფასებით, მასაც არ მოსწონს ოლიგარქები პოლიტიკაში, რადგან ფული არ უნდა იყოს პოლიტიკაში არჩევის კრიტერიუმი. ის მედიასთან მიმართებაში პარლამენტის გადაწყვეტილებას
პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს.
ევროპარლამენტის
კიდევ ერთი წევრის, გეორგიოს პაპასტამკოსის განცხადებით კი, საქართველოს მთავრობა აგრძელებს რეფორმებს, ხოლო ოპოზიციას ხმების მოსყიდვის მცდელობა აქვს.
internet.ge