GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომას რუსეთის დელეგაცია არ ესწრება
12:09 04.04.2012
დღის სიახლეები

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტების ოცდამეცხრამეტე სხდომას, რუსეთის დელეგაცია არ ესწრება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, სხდომაზე, მიწვევის მიუხედავად, რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია არ იმყოფება და მათ შორისაა – რუსეთის დელეგაცია.

დეპუტატის ინფორმაციით, სხდომაზე, რუსეთის დელეგაცია იმიტომ, არ ჩავიდა, რომ მისი ხელმძღვანელი აფრიკაში იმყოფება.

„სერბეთში არჩევნებია, საბერძნეთში რთული ვითარებაა და ყველა, ვინც სხდომას არ ესწრება, ამის მიზეზი ჰქონდა. 12 ქვეყნიდან, სხდომაზე 6 ქვეყანაა წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ, როგორც წესი, კომიტეტის სხდომებზე, ასეთი დასწრებაა“, – განმარტავს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტების სხდომა, პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს და მას, ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სერჰი პოდჰორნი და მიხეილ მაჭავარიანი უძღვებიან.

შეხვედრებზე, მხარეები, ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 2012 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს იხილავენ.

ამას გარდა, შეხვედრის მონაწილეები, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, განცხადებას მიიღებენ.

კომიტეტების სხდომა, 5 აპრილამდე გაგრძელდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონია1
საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომას რუსეთის დელეგაცია არ ესწრება2
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“3
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა4
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X