GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბაქრაძე: ეუთოს რეზოლუცია დადებითია მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მას მყისიერად არ შეასრულებს
16:16 06.07.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, ეუთოს მიერ კიდევ ერთი რეზოლუციის მიღება, საერთაშორისო პოლიტიკური აზრის შენარჩუნების მიზნით, მნიშვნელოვანია.

როგორც  ეუთო–ს მიერ საქართველოს საკითხზე მომზადებული რეზოლუციის შეფასებისას ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, პროექტი, რომელსაც კენჭი ეყრება ცალსახად დადებითი დოკუმენტია.

„რეზოლუციაში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მხრიდან აღებული ვადებულებების შეუსრულების აუცილებლობასა და დევნილების დაბრუნების საკითხებზე. ყველაფერი ეს კი, სამომავლოდ საქართველოს გამთლიანების პერსპექტივას უკავშირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართულმა მხარემ შეძლო მყარად ჩამოეყალიბებინა საერთაშორისო აზრი, რომ რუსეთი  აგრესორია“, – დასძინა მან.

ბაქრაძის შეფასებით, რეზოლუციის მიღებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მის მყისიერ შესრულებას არ დაიწყებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პოლიტიკური აზრი შევინარჩუნოთ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში იყოს მყარი განწყობა – ის რაც დღეს საქართველოში ხდება არის რუსეთის მხრიდან უკანონო ოკუპაცია. რეზოლუციის პროექტი ეუთოს წევრი 55 ქვეყნის პარლამენტის პოზიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს, კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთი აგრესორია, რომელმაც  ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს “, – განაცხადა სპიკერმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჟურნალისტი ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს1
„მუსულმანთა უცოდველობის“ ავტორი ფილმის სრული ვერსიის გავრცელებას აპირებს2
ნიკოლოზ ხაჩირიშვილი ახლაგარემონტებულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს ესტუმრა3
აფხაზეთის ხელოვნების სკოლების ახალგაზრდული კონკურს-ფესტივალი „მუზა 2012“ გაიმართება4
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში საქართველოს მოქალაქეები დაუბრკოლებლად დაიშვებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X