დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს შეხვდა
21:59 06.07.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის რეზიდენციაში ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ნატოში ინტეგრაციის პროცესზე და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე.
"აშშ-ის პოლიტიკაში ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა კონგრესი და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ კონგრესმენები ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოს მიმართ. მათი მტიკიცე პოზიციაა მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას, ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და იმ რეფორმებს და პროცესებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|