GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთმა ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“ „გამოყოფილი ტერიტორიებით“ ვერ ჩაანაცვლა
00:58 09.07.2012
დღის სიახლეები

დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბელეა კენჭს უყრის საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს, რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიებია. ეს ეუთოს პირველი დოკუმენტი იქნება, რომელშიც ასეთი ფორმულირება დევს.

პოლონელი დეპუტატის მიხეილ შერბას მიერ ინიცირებული პროექტის თანაავტორი ორგანიზაციის წევრი 9 სახელმწიფოს 36 პარლამენტარიცაა.

„მე უკვე მაქვს მხარდაჭერა ევროპის უდიდესი პარტიული გაერთიანებისგან. ჩვენი მხარდაჭერისთვის მზად არიან ევროპელი ქრისტიან-დემოკრატები, კონსერვატორები და ლიბერალები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ რეზოლუციას აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს“ - განაცხადა შერბამ.

მოსკოვის მცდელობამ, საერთოდ ამოეღო ან შეეცვალა რეზოლუციის ტექსტში კვალიფიკაცია „ოკუპირებული ტერიტორიები“, შედეგი ვერ გამოიღო. ორგანიზაციის სამდივნოში წინა დღეებში ცვლილებათა 4 ვარიანტი შევიდა, რომელთაგანაც ერთ-ერთში საუბარი იყო იმაზე, რომ ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“ „გამოყოფილი ტერიტორიებით“ ჩანაცვლებულიყო, თუმცა ამ წინადადებამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ისევე როგორც პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ რეზოლუცია არ შეესაბამება კავკასიაში შექმნილ ახალ რეალობას.

შეგახსენებთ, რეზოლუციის პროექტში, რომელსაც დღეს უყრიან კენჭს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს მხარეებს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, უზრუნველყონ შიდა ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება და რაც მთავარია, ასამბლეა „დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის მთავრობასა და პარლამენტს, ასევე საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს, რომ ნება დართონ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას, დაუბრკოლებლად შევიდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა1
რუსეთმა ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“ „გამოყოფილი ტერიტორიებით“ ვერ ჩაანაცვლა2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X