საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს მოლდოვის საგარეო
საქმეთა მინისტრს იური ლიანკას შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვაშაძემ ერთობლივ
პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოლდოველი კოლეგის ვიზიტის მიზანი საქართველოში
განხორციელებული რეფორმების შესწავლაა.
მინისტრის თქმით, კოლეგასთან პირისპირ შეხვედრისას, ქვეყნებს შორის
ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
„მოლდოვა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. მე მინდა მათ მადლობა
გადავუხადო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და
დამოუკიდებლობის უპირობო მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენ
მეგობრებს ჩვენი რეზოლუციის მხადაჭერისთვისაც“,- განაცხადა ვაშაძემ.
internet.ge