GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მთავრობის სხდომაზე სამუშაოს მაძიებელთა პროგრამა განიხილეს
16:33 10.07.2012
დღის სიახლეები

პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მთავრობის ახალი ინიციატივა დეტალურად უნდა განემარტოს საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს.

„ის გზები და მიმართულებები, რომელიც ჩვენ უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დავისახეთ მოსახლეობას და მთავრობას უნდა განვუმარტოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა უმუშევრობის დამარცხებაა. ველოდებით თქვენგან კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ როგორ ვაპირებთ გადავჭრათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები“,- აღნიშნა მერაბიშვილმა.

პრეზენტაციაზე სიტყვით ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც გამოვიდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამუშაოს მაძიებელთა პროგრამის ხელმძღვანელებისთვის მთავარი ამოცანაა აღიწეროს ოჯახის ის წევრები, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არ არიან.

„აღვწერთ მათაც, რომლებიც დასაქმებული არიან, რომლებსაც აქვთ სურვილი თავიანთი თავი ახალ პროფესიაში გამოსცადონ ან აიმაღლონ კვალიფიკაცია“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, კითხვარის შევსება პენსიონერებსაც შეეძლებათ.

ამასთან, როგორც დასაქმების სამინისტროს ხელმძღვანელმა პაატა ტრაპაიძემ მთავრობის წევრებს განუცხადა, სამუშაოს მაძიებელთა სრულყოფილ სიას, რომელსაც ჭიაბერაშვილის უწყება დასაქმების სამინისტროს მიაწვდის, სამინისტრო შესაბამის ანალიზს გაუკეთებს.

„უნდა ჩამოყალიბდეს უმუშევრის სამართლებრივი კანონი, რის შემდეგაც დაიწყება ამ ადამიანების ტესტირება“,- განმარტა ტრაპაიძემ.

მთავრობის ინიციატივით, 25 ივლისიდან საქართველოს 25 ქალაქში დასაქმების აგენტები მუშაობის მსურველთა შესახებ ინფორმაციას შეაგროვებენ. მოსახლეობამ სპეციალური აპლიკაციები უნდა შეავსოს, რის შემდეგაც არსებული ინფორმაცია დასაქმების სამინისტროს გადაეგზავნება.

აღრიცხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას შესაბამისი უწყება გადასცა1
შსს 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს2
საია ვაზაგაშვილის, ხუბულოვისა და ფუთურიძის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს3
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის საქველმოქმედო აქცია ჩატარდა4
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ხვალ აირჩევენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X