ივანიშვილის პასუხი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნაზე, ათ წუთში გახდება ცნობილი
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კარიერის გაგრძელების საკითხი კითხვის
ნიშნის ქვეშ დადგა. ამ წუთებში ივანიშვილის მთაწმინდის რეზიდენციაში თათბირი
მიმდინარეობს. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ივანიშვილის პრესსპიკერმა, მაია
ფანჯიკიძემ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი იურისტების პასუხი,
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნაზე, ათ წუთში გახდება
ცნობილი.
2012 წლის 4 აპრილს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემულ
დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა, საქართველოს
მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას:
პირველი - ნატურალიზაცია იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა
ქვეყნის მოქალაქეები და მეორე - ორმაგი
მოქალაქეობა, რომლის მინიჭება იმ პირთათვის ხდება, რომლებიც ამავდროულად არიან
სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
„საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა, სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოს ნატურალიზაციის გზით,
საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ
ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა
არ ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს
მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების
მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე
არ მიუმართავს. მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში“-აღნიშნულია
დასკვნაში.
Internet.ge