საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს, რადგან ეს
ქვეყნის არჩევანია.
ამის შესახებ განცხადება, ქვეყნის პირველმა
პირმა ბათუმში, მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოსთვის ევროპული
პერსპექტივა ვილნიუსის სამიტზე გაიხსნება.
„ევროპა ჩვენთვის პრაგმატული არჩევანი არ
არის. დსთ არ სთავაზობს სახელმწიფოებს დისკუსიების ნორმალურ ფორმას, სწორედ ამიტომ
მასზე ჩვენ გული არ გვწყდება. ასევე, სხვა ყოფილ წევრებსაც სურთ აღმოსავლეთ
პარტნიორობის ფორმატში ჩართვა. ჩვენ არ გვჯეროდა, რომ 2014 წლისთვის გვექნებოდა
გამარტივებული სავიზო რეჟიმი, წელს კი, შეგვიძლია მივიღოთ უვიზო რეჟიმი
ევროკავშირთან, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება“,- განაცხადა
სააკაშვილმა.
internet.ge