ვილფრედ მარტენსი: არასდროს შევეგუებით რუსეთის მცდელობას ჩაერიოს სახელმწიფოების შიდა საქმეებში
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის
ვილფრედ მარტენსის განცხადებით, მომავალი
საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, გადამწყვეტი ტესტი იქნება არა მხოლოდ
საქართველოსთვის, არამედ ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისთვის.
ამის შესახებ განცხადება, პარტიის
პრეზიდენტმა ბათუმში, მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას
გააკეთა.
ვილფრედ მარტენსის თქმით, ყველა ევროპულ
პოლიტიკურ ძალას შორის არსებობს კონსესუსი, რომ საქართველოში განხორციელებული
რეფორმების პოლიტიკა მხარდაჭერილ იქნას.
„თქვენს მეზობელს სამწუხაროდ საქართველოს
ტერიტორიების დიდი ნაწილი, სრულიად უკანონოდ და ხელშეკრულების უხეში დარღვევით
კვლავ ოკუპირებული აქვს, ეს კი ევროკავშირის დიდ გულისწყრომას იწვევს. რუსეთსა და
ევროკავშირს განსხვავებული ღირებულებათა სისტემები გააჩნიათ, საქართველოს ტერიტორიების
ოკუპაცია და რუსეთის ქმედებები სირიაში ამის ნათელი მაგალითია. ჩვენ არასდროს
შევეგუებით რუსეთის მცდელობას ჩაერიოს ევროკავშირის მეზობელი სახელმწიფოების შიდა
საქმეებში, მათთვის დამოუკიდებლობის წართმევის მიზნით. ევროპა არ აპირებს
გაჩუმებას“,- განაცხადა პარტიის პრეზიდენტმა.
internet.ge