სირიელმა დიპლომატმა ნავაფ ფარესმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლების
მიმართ პროტესტის გამო ოპოზიციის მხარეს გადადის. როგორც „როიტერი“ იუწყება,
ფარესს ფართო კავშირები აქვს სირიის უშიშროების ძალებში. ის პირველი ელჩი იყო
ერაყში, რომელიც 2008 წელს 30-წლიანი პაუზის შემდეგ დაინიშნა.
თუკი ფარესის ოპოზიციის მხარეს გადასვლა ნამდვილად დადასტურდება, ეს, გენერლების
შემდეგ, მოწინააღმდეგე ბანაკში სირიის მაღალჩინოსანი დიპლომატის გადასვლის პირველი
შემთხვევა იქნება.
როგორც „როიტერს“ სირიის ნაციონალური საბჭოდან აცნობეს, ისინი მოლაპარაკებებს
აწარმოებენ სირიის კიდევ რამდენიმე ელჩთან, რომ ოპოზიციის მხარეს გადაიყვანონ.
internet.ge