GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ახალმა მემარჯვენეებმა" ქვეყანაში მონოპოლიების არსებობა გააპროტესტეს
13:56 12.07.2012
დღის სიახლეები

"ახალმა მემარჯვენეებმა"  ქვეყანაში მონოპოლიების არსებობა ქუთაისში  გააპროტესტეს.

ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ახალგაზრდა "ახალმა მემარჯვებეებმა" აქცია გამართეს და მოსახლეობას სპეციალური ფლაერები დაურიგეს.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობას  "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და ‘’მემარჯვენეების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა მღვდელაძეც იღებდნენ.

როგორც აქციის დასრულების შემდეგ დავით გამყრელიძემ განაცხადა, "ახალი მემარჯვენეები"  მონოპოლიების თემის მაქსიმალურად აქტუალიზაციას აპირებენ.

"ახალმა მემარჯვენეებმა" გასულ კვირას ფართომასშტაბიანი კამპანია წამოვიწყეთ, რომლის მიზანი ქვეყანაში საწვავის, ფარმაცევტულ,  გადაზიდვების, სურსათის იმპორტის და სხვა ბაზრებზე არსებული  მონოპოლიების მოსპობაა. ამ აქციებით ვაპირებთ  თითოეული მოქალაქე  ჩავრთოთ  ამ პროცესში და ხელისუფლება ვაიძულოთ შეწყვიტოს მონოპოლიების შექმნა, მათი მფარველობა და ამით ხალხის ინტერესების დაზარალება. მსგავსი აქციები საქართველოს ყველა ქალაქში მოეწყობა,"- განაცხადა დავით გამყრელიძემ.

"ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა მღვდელაძე კი აცხადებს, რომ მონოპოლიების არსებობას თითოეული ქუთაისელი ძვირი წამლით, ძვირი საწვავით, ძვირი სურსათით გრძნობს.

"ქუთაისის შემოგარენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ ეს ბიზნესი არ ვითარდება, რადგან ვიღაც მონოპოლისტს ეს არ აწყობს. ამიტომ ეს თემა პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ტოტალურ უმუშევრობასთან ჩვენს ქალაქში,"- განაცხადა მამუკა მღვდელაძემ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თურქეთი მის ტერიტორიაზე 100 ირანელი ჯაშუშის ყოფნის შესახებ იუწყება1
მფრინავი თეფში მოქალაქეს 2 საათის განმავლობაში დასდევდა (VIDEO)2
ამერიკელმა ასტრონომმა მფრინავი თეფში გადაიღო (VIDEO)3
ბერმუდის სამკუთხედის წყლებში ჩაძირული ქალაქი იპოვეს (VIDEO)4
პრეზიდენტის საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ურნაში მისმა უმცროსმა ვაჟმა ჩააგდო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X