ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის დავით სანაკოევის თქმით, საზოგადოებაში მატულობს დაძაბულობა იმასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში „მესამე პირების წარმომადგენლები ერევიან“. მათი ამოცანა კი არჩევნების ჩაშლა, კანდიდატების დისკრედიტება და საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, ხალხის შუაზე გახლეჩაა - განაცხადა სანაკოევმა.
მას არ დაუსახელებია, თუ რომელი „მესამე პირების ინტერესებზე“ საუბრობდა, თუმცა სავარაუდოდ, გულისხმობდა ედუარდ კოკოითსა და მისი გარემოცვის წევრების გავლენას.
კოკოითთან სიახლოვე ან რაიმე სახის კავშირი, ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის „დამღუპველი“ შედეგების გარანტიაა. სეპარატისტული რეჟიმის ყოფილ ლიდერს ცხინვალელების ყველაზე უარყოფითი ემოციები უკავშირდება. სწორედ ამის გამო დავით სანაკოევმა აგვისტოს ომის მსხვერპლთა მემორიალთან საჯაროდ დადო ფიცი, რომ არ არის კოკოითის პროტეჟე. მანამდე კი, ტელედებატების დროს ე.წ.
პრეზიდენტობის კანდიდატი ლეონიდ თიბილოვიც ამტკიცებდა, რომ არანაირი კავშირი კოკოითთან არ აქვს.
Internet.ge