"ახალი მემარჯვენეების"
თავმჯდომარე დავით გამყრელიძემ გორში, შიდა ქართლის
რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდიდატები დაასახელა.
გორში მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატად დასახელებულია იოსებ ბორვცვაძე, რომელიც პარტიის მთავარი კომიტეტის წევრია
და შიდა ქართლის რეგიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
კასპში "ახალი მემარჯვენეების"
კანდიდატი დავით ციხისთავი იქნება, რომელიც ასევე პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული
და პარტიის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
ხაშურში კი მაჟორიტარობის
კანდიდატად პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია ახალკაცი დასახელდა.
internet.ge