საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანის რაიონის სოფელი ბაკურციხეში იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრი ბაკურციხეში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
ვანო მერაბიშვილმა მოსახლეობას დეტალურად თავად გააცნო მთავრობის მომდევნო ოთხი წლის სამოქმედო გეგმა და მისი სამი ძირითადი პრიორიტეტი: დასაქმება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა.
‘’პრეზიდენტის დავალებით მე ახალი სამთავრობო პროგრამა მოვამზადე,
რომელშიც პირველი საკითხი არის დასაქმება, რისთვისაც შევქმენით დასაქმების
სამინისტრო და მიმდინარეობს უმუშევართა აღრიცხვა. მეორე საკითხი ჯანდაცვაა, მესამე
კი არის სოფლის მეურნეობა.
ჩემი ინიციატივაა შევქმნათ კომპანია, რომელიც უკრაინაში გაიტანს
ქართულ პროდუქტს. უკრაინაში უნდა გავაკეთოთ დიდი საწყობი, რომელშიც ქართული სოფლის
მეურნეობის ყველა პროდუქტს მოვათავსებთ.
უკრაინიდან მოვამარაგებთ მთელ ევროპას ქართული პროდუქციით, უკვე
შევუკვეთეთ მაცივრები, რაც უნდა დაგვიჯდეს ამას გავაკეთებთ.
მთავარი კონცენტრაცია იქნება სოფელზე, სოფელი თუ გაძლიერდება,
ყველაფერს ეშველება," - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
internet.ge