NDI-ის კვლევების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში 36% ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა
NDI-ს კვლევის მიხედვით, კითხვაზე - ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, იმ გამოკითხული რესპონდენტებიდან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ (75%), ხმას 36% მმართველ გუნდს მისცემდა,
ხოლო დანარჩენი პროცენტები
ასე გადანაწილდა - 18% - კოალიცია „ქართულ
ოცნებას“, 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 4% არც ერთ
პარტიას არ მისცემდა
ხმას.
ამასთან, კვლევების თანახმად, 1% ხმას სხვა ოპოზიციას მისცემდა,
რომელშიც მოიაზრება - „ლეიბორისტული პარტია“, „თავისუფალი საქართველო“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“,
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია",
„ქართული დასი“, „თეთრები“, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის", "ევროპელი დემოკრატები" და „საქართველოს
დემოკრატიული პარტია“.
აღსანიშნავია, რომ კითხვაზე პასუხი
გამოკითხულთა 22%-მა არ იცის,
ხოლო კითხვაზე
პასუხის გაცემაზე უარს 16% ამბობს.
Internet.ge